ჩინეთი მზადაა, რომ უკრაინაში კონფლიქტის ყველა მხარესთან ითანამშრომლოს

ჩინეთი მზადაა, უკრაინაში კონფლიქტის ყველა მხარესთან ითანამშრომლოს ცეცხლის შეწყვეტისა და კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტის მისაღწევად, – ამის შესახებ გაეროში ჩინეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ფუ კონგმა განაცხადა.

„ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ყველა მხარესთან თანამშრომლობა, გავაძლიეროთ ბალანსის, ობიექტურობისა და რაციონალურობის ხმა საერთაშორისო საზოგადოებაში და კონსტრუქციული როლი ვითამაშოთ სწრაფი ცეცხლის შეწყვეტის მიღწევასა და კრიზისის პოლიტიკური გადაწყვეტის წინსვლაში“, – თქვა მან გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც უკრაინის საკითხს ეძღვნებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები