თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი: დაკავებულია აქციის ერთი მონაწილე, რომელმაც პოლიციის თანამშრომელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

აქციის ერთი მონაწილეა დაკავებული, რომელმაც პოლიციის თანამშრომელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, – ამის შესახებ თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა, გოგა მემანიშვილმა „პალიტრანიუსს“ განუცხადა.

მისი თქმით, მარშის მონაწილეთა რაოდენობა გზის გადაკეტვისთვის საკმარისი არ არის, რის გამოც გზის გადაკეტვის უფლება არ მიეცემათ.

„აქციის ერთი მონაწილეა დაკავებული, რომელმაც პოლიციის თანამშრომელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. რაც შეეხება აქციის მონაწილეების რაოდენობას, არ არიან საკმარისი რაოდენობის იმისათვის, რომ გზაზე იმოძრაონ, შესაბამისად არიან ტროტუარზე. პრობლემა არ აქვთ გადაადგილების. გზაზე გადასვლის შესაძლებლობა მათ არც ერთ შემთხვევაში არ მიეცემათ“, – განაცხადა გოგა მემანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები