Creative Gathering ოფიციალურად გაეშვა!

,,18 დეკემბერს, Creative Studies-ის სტუდენტები პირველად გაივლიან ნამდვილი ღონისძიების სრულ ციკლს: იდეიდან – სცენამდე; პასუხისმგებლობიდან – ემოციებამდე. ეს იქნება დღე, როცა მათი ცოდნა პირველად გადაიქცევა რეალურ გამოცდილებად. შემოგვიერთდით – აღმოაჩინეთ მომავალი ღონისძიების მენეჯერების პირველი ნაბიჯები”,- ამის შესახებ ღონისძიების ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, ღონისძიების სტუმრები გაიგებენ თუ რა დგას კრეატიული სფეროს მიღმა და როგორ იქმნება ერთი შეხედვით მარტივი ღონისძიებები – ის ამბები, პროცესები, ადამიანები და გზები, რომლებიც მელომანებისთვის უხილავია.

,,Creative Gathering-ის შეკრება ასევე გულისხმობს პანელურ დისკუსიაც და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – მომავალი კურსის გათამაშებას. არ უნდა გამოგვრჩეს მუსიკალური ნაწილიც. საღამოს დებიუტანტი მუსიკოსი Katwob-ი გახსნის. დასკვნით ნაწილში კი Pleasure Hunters-ი გვამოგზაურებს იმ მუსიკალურ სამყაროში, რომელიც საღამოს ატმოსფეროს კიდევ უფრო ინსპირაციულს გახდის.

ღონისძიებას თბილისის ქარვასლის ისტორიის მუზეუმში მდებარე “არტერია” უმასპინძლებს – კარი 20:00 საათზე გაიღება. ბილეთების შეძენა Tkt.ge-ზეა შესაძლებელი.

ეს იმ მიზეზების ჩამონათვალია, რომელთა გამოც ეს შეკრება არ უნდა გამოტოვო.
თუ თვლი, რომ შენი და კრეატივის გზები უნდა გადაიკვეთოს, მაშინ შემოგვიერთდი.

Creative Studies Online ციცი იაშვილის საავტორო კურსია, რომელმაც სფეროს გარშემო უკვე 20 ადამიანი გააერთიანა. კურსის მიზანია, მსმენელს შეასწავლოს ღონისძიებების მართვის საფუძვლები და გაუზიაროს საკუთარი გამოცდილებით დაგროვილი პრაქტიკული ცოდნა.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს – Creative Gathering”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები