“იმჟამინდელმა შს მინისტრმა გასცა ბრძანება, რომ გაეყალბებინათ სისხლის სამართლის საქმე, იარაღები ჩაედოთ უდანაშაულო ადამიანებისთვის და ბუტა რობაქიძე და მისი 5 მეგობარი გამოეცხადებინათ, როგორც შეიარაღებული ჯგუფი” – ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა
“2004 წლის 23 ნოემბერს სწორედ იმჟამინდელმა შს მინისტრმა გასცა ბრძანება, რომ შსს-ს მაღალჩინოსნებს გაეყალბებინათ სისხლის სამართლის საქმე, იარაღები ჩაედოთ უდანაშაულო ადამიანებისთვის და ბუტა რობაქიძე და მისი 5 მეგობარი გამოეცხადებინათ, როგორც შეიარაღებული ჯგუფი, რომლებიც თავს დაესხნენ პოლიციას და გაწეული წინააღმდეგობის შედეგად მოხდა ბუტა რობაქიძის ლიკვიდაცია”, – ამის შესახებ პროკურორი, ლაშა კოტრიკაძე აცხადებს.
როგორც პროკურორი განმარტავს, საკმარისი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ფაქტები იყო სრულად გაყალბებული.
“ირაკლი ოქრუაშვილის ბრალდება დადასტურდა სრულად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2004 წლის 23 ნოემბერს სწორედ იმ ჟამინდელმა შსს მინისტრმა გასცა ბრძანება, რომ შსს-ს მაღალჩინოსნებს გაეყალბებინათ სისხლის სამართლის საქმე, იარაღები ჩაედოთ უდანაშაულო ადამიანებისთვის და ბუტა რობაქიძე და მისი 5 მეგობარი გამოეცხადებინათ, როგორც შეიარაღებული ჯგუფი, რომლებიც თავს დაესხნენ პოლიციას და გაწეული წინააღმდეგობის შედეგად მოხდა ბუტა რობაქიძის ლიკვიდაცია.
ჩვენ უკვე საკმარისი მტკიცებულებებით დავადასტურეთ, რომ ფაქტები იყო სრულად გაყალბებული. ბრალდება ჰქონდა წარდგენილი იმჟამინდელ გენერალურ პროკურორს, რომელსაც ბრალდების მხარე ედავებოდა იმას, რომ ფალსიფიცირებული გამოძიება არ წარმართა სწორად. მეორე ბრალდებული ზურა ადეიშვილი კი გამართლდა სრულად რაც იმით ახსნეს, რომ საქმეში არასაკმარისი მტკიცებულებები იყო წარმოდგენილი”, – აცხადებს პროკურორი.
ცნობისთვის, ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა.
ირაკლი ოქრუაშვილს 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ამნისტია შეეხო მუხლს და სასჯელის ზომად 5 წელი და 3 თვე განესაზღვრა.
აღნიშნულ საქმეზე ზურაბ ადეიშვილი გამართლდა – საკითხს პროკურატურა შემდეგ ინსტანციაში გაასაჩივრებს, ადეიშვილს და ოქრუაშვილს კი ბრალი წარდგენილი ჰქონდათ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე.