საქართველოს რეგიონებიდან თბილისში დახმარება იგზავნება
აჭარის მთავრობა სტიქიისგან დაზარალებულ დედაქალაქს დახმარებას სთავაზობს.
მოსახლება სურსათთ, პირველადი დახმარების საყოფაცხოვრებო ნივთებს და ჰიგიენის საშუალებებს აგროვებს.
აჭარის მთავრობა სტიქიით დაზარალებული ოჯახების ბავშვებს სთავაზობს, აჭარის კურორტებზე დასვენებას და რეაბილიტაციის შესაძლებლობას, რათა მომხდარი ტრაგედიის დროს მიღებული სტრესი დაძლიონ.
რეგიონში მოქმედი ყველა უწყების საჯარო მოხელემ სურვილი გამოთქვა ფულადი დახმარება გაუწიოს დაზარალებულებს.
სტიქიით დაზარალებულებს ეხმარებიან იმერეთის რეგიონიდანაც. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში დილიდან თბილისში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად საჭირო ნივთების შეგროვება მიმდინარეობს.
აქციაში ჩართული არიან მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები.
სტიქიით დაზარალებულებისთვის საყოფაცხოვრებო ნივთები გროვდება ზუგდიდშიც. სტიქიის ზონაში ჰუმანიტარული ტვირთი კახეთიდანაც იგზავნება. ტვირთთან ერთად, სტიქიის სალიკვიდაციო ფონდში რეგიონიდან 12 000 ლარი ჩაირიცხა.
სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებით, რვავე მუნიციპალიტეტიდან ტანსაცმელი, წყალი, არამალფუჭებადი პროდუქტი და პირველადი მოხმარების ნივთებით დატვირთული 5 მიკროავტობუსი გაემგზავრა დედაქალაქისკენ.
კახეთის გუბერნატორის მოადგილემ სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა. დედაქალაქში დახმარება საქართველოს ყველა რეგიონიდან წამოვიდა. საყოფაცხოვრებო ნივთებს აგროვებენ რუსთავში, გორში, ფოთში და მცხეთაშიც.