სააპელაციო სასამართლომ „სამართლიანი არჩევნების“ სამი სააპელაციო საჩივრიდან არცერთი არ დააკმაყოფილა
სააპელაციო სასამართლომ „სამართლიანი არჩევნების“ სამი სააპელაციო საჩივრიდან არცერთი არ დააკმაყოფილა – გორის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება – 15 უბნის ბათილი ბიულეტენების გადათვლასთან დაკავშირებით, გაუქმებულია.
აღნიშნულ ინფორმაციას „სამართლიანი არჩევნები“ სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ცნობისთვის, 4 ნოემბერს, გორის სასამართლომ 15 უბანზე ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლის შესახებ ISFED-ის სარჩელი დააკმაყოფილა.