“პოზიციის” ახალგაზრდული ფრთა თბილისის ზოოპარკის შიდა ტერიტორიის დასუფთავების აქციაში ჩაერთო (ვიდეო – ფოტო)
არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიციის” ახალგაზრდული ფრთის წევრები თბილისის ზოოპარკის შიდა ტერიტორიის დასუფთავების აქციაში ჩაერთვნენ.
ახალგაზრდებმა 13-14 ივნისს დამეწყრილი ზოოპარკის ნაშალი მასალებისაგან გაწმენდაში მიიღეს მონაწილეობა. “პოზიციის” ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარის, დემეტრე ცხვიტავას თქმით, ისინი მზად არიან საჭიროების შემთხვევაში, თბილისის სტიქიისაგან დაზიანებულ სხვა ადგილებშიც ჩაებან გაწმენდითი სამუშაოების შესასრულებლად.
თბილისის ვიცე-მერის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, გვირაბები ამჟამად გასუფთავებულია, სანაპიროზე გზის აღდგენის სამუშაოები კარგი ტემპით მიმდინარეობს და 16 ივნისის დილისთვის სანაპირო სავარაუდოდ, გაიხსნება.