სულხან მოლაშვილი: სააკაშვილი ოდესის პორტს, როგორც ლეგალური, ისე არალეგალური შემოსავლებით, ნაცმოძრაობის სალაროდ აქცევს

„სააკაშვილის კრიმინალურ დაჯგუფებას, თავისი არსებობის მანძილზე არცერთ არჩევნებში ლეგიტიმური გამარჯვება არ მოუპოვებია“ – აცხადებს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
როგორც მოლაშვილი გამოცემასთან აცხადებს, სააკაშვილს ლეგიტიმურად არც 2003 წლის არჩევნები მოუგია. ამავე ინტერვიუში კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე აცხადებს, რომ სააკაშვილის ერთადერთი ამოცანაა, რომ არჩევნებამდე საქართველოში ვითარება დაიძაბოს და ფსიქოპოლიტიკური ფონი შეიქმნას.
„2003 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ. მახსოვს, მაშინ „არმენ პრესმა“ დაწერა, საქართველოს ხელისუფლებაში ეთნიკური სომხები მოვიდნენო. ახლა, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ პირსისხლიანი სახე დახატულია, როცა უკვე მათი მეფე შიშველია და უფრო მეტად გაგიჟებული, ვიდრე ის ნორმალურ ვითარებაში ითვლებოდა გიჟად, მით უმეტეს,არანაირი შანსი არა აქვთ, რომ მომავალ არჩევნებში რაიმე წარმატებას მიაღწიონ. ასეთ ვითარებაში დღეს მათი ერთადერთი ამოცანაა, არჩევნებამდე ქვეყანაში ვითარების უკიდურესად დაძაბვა და ისეთი ფსიქოპოლიტიკური ფონის შექმნა, სადაც მცირეოდენი შეხლა-შემოხლაც კი, შესაძლოა, სისხლისღვრაში გადაიზარდოს. არ მოერიდებიან მკვლელობასაც, მათ შორის, თუნდაც თავისივე თანაგუნდელის, ოღონდ კი შექმნან კრიზისული ფონი და ამ ფონზე ისევ ამოტივტივდნენ, მიზნის მისაღწევად სააკაშვილმა უკვე ფინანსური უზრუნველყოფის წყაროსაც მიაგნო. ის ყველაფერს გააკეთებს, რომ ფინანსური რესურსი, რომელიც ნამდვილად გააჩნია ოდესის ოლქს, კერძოდ კი, ოდესის პორტს, როგორც ლეგალური, ისე არალეგალური შემოსავლებით, „ნაცმოძრაობის“ სალაროდ აქციოს. პარალელურად, როგორც ჩანს, სააკაშვილმა უკვე აქტიურად დაიწყო ქვეყნის შიგნით მობილური ჯგუფების ჩამოყალიბება. ცოტა ხნის წინათ მე დამიკავშირდა რამდენიმე ახალგაზრდა, სტუდენტი, მათ შორის ერთ-ერთი ჩემი ნათესავი და მითხრა, რომ ბოლო რამდენიმე დღეა, მათთან მიდის ინტენსიური მუშაობა, მოლაპარაკებები ჯგუფების შესაქმნელად“, – აცხადებს სულხან მოლაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები