„ვანო მერაბიშვილი დაბოღმილია, „მატროსოვის“ ციხეში რომ ზის, სააკაშვილი კი ოდესაში ქერათმიან ლამაზმანებთან ერთობა“

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის სანდრო ბრეგაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასული 4 დეპუტატი, რომლებმაც პარტია დატოვეს, შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის მითითებით მოქმედებდნენ. როგორც სანდრო ბრეგაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს, ოთხი დეპუტატის უკან ვანო მერაბიშვილი დგას. მისი თქმით, მერაბიშვილმა ეს გადაწყვეტილება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დასაჟანტაჟებლად მიიღო.
სანდრო ბრეგაძე არ გამორიცხავს, რომ რამდენიმე ხანში „ნაციონალური მოძრაობა“ ახალაიებისა და უგულავას კადრებმაც დატოვონ.
„ვანო მერაბიშვილი სერიოზულად არის დაბოღმილი იმის გამო, რომ იგი დღეს „მატროსოვის“ ციხეში ზის, სააკაშვილი კი ოდესაში ქერათმიან ლამაზმანებთან ერთობა და განცხრომაშია. ხვალ და ზეგ ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ახალაიებისა და უგულავას გუნდის წევრებიც დატოვებენ! ბაჩო ახალაიას სააკაშვილისაგან გარანტია ჰქონდა მიღებული, რომ არ დააპატრიმრებდნენ და ამიტომაც დაბრუნდა საქართველოში, თუმცა აბსოლუტურად სამართლიანად დააპატიმრეს! ასევე ვანო მერაბიშვილს სააკაშვილისგან ჰქონდა გარანტია, რომ არ დაიჭერდნენ, რის გამოც იგი საქართველოში დარჩა და პოლიტიკური აქტიურობები გააგრძელა, მაგრამ დააპატიმრეს და დღეს სასჯელს იხდის! ასე, რომ ახალაიასაც, უგულავასაც და მერაბიშვილსაც მთავარი პრეტენზია აქვთ სააკაშვილთან, რადგან მან ვერც ის მოახერხა, რომ არ დაეპატიმრებიბინათ და ვერც ის შეძლო, რომ საერთაშორისო ზეწოლის წყალობით, ეს სამეული ციხიდან გამოეყვანა! სააკაშვილი ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ ახალაიამ, მერაბიშვილმა და უგულავამ გუდას პირი მოხსნან და მის წინააღმდეგ ჩვენებები მისცენ! ყველგან კარგად ვიცით, რა დანაშაულებესაც სჩადიოდნენ იგივე ახალაია და მერაბიშვილი, მაგრამ ეს დანაშაულებები სააკაშვილის უშუალო მითითებებით და ბრძანებით ხდებოდა! კიდევ ერთხელ ვიმეორებ, „ნაციონალური მოძრაობიდან“ ამ ოთხი დეპუტატის გადასვლა იყო მერაბიშვილის მიერ სააკაშვილის დაშანტაჟება – ან ციხიდან გამოგვიყვანე, ანდა შენს პარტიას სხვებიც დატოვებენ, ჩვენ კი გამოძიებას შენს მამხილებელ ჩვენებას მივცემთო. ამის გამო იყო სააკაშვილი გაცოფებული „რუსთავი2“- თან ბოლო ინერვიუში!“ – აცხადებს სანდრო ბრეგაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები