გოგონა, რომელმაც გველები მოიშინაურა – თეკლას სახლში პითონი, ხვლიკები და მორიელები ბინადრობენ

საქართველოში მცხოვრები თეკლა კვაჭაძის სახლში გველები, ხვლიკები, ობობები, მორიელები ბინადრობენ. როგორც თეკლა გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ყვება, მისი პირველი გველი, სახელად თორნიკე ახლა უკვე 2 მეტრზე მეტი სიგრძისაა.
„30 სანტიმეტრი იყო, რომ ჩამოიყვანეს და ახლა 2 მეტრზე მეტია. საშუალოდ 30 წლამდე ცოცხლობენ. თორნიკეს მერე ოჯახიც დაინტერესდა და უკვე ახალი ბინადრის მოყვანას მთხოვდნენ. მერე პითონი მოვიყვანე. ახლა მყავს მახრჩობელა – თორნიკე, ორი გუტატა (სიმინდისფერი მცურავი), ერთს ჰქვია ძაპა და მეორეს – ნიცა, ორი ნარინჯისფერი მცურავი, რომბისებური მცურავი, რომბისებური პითონი, ხვლიკი, წვერიანი აგამა – სულიკო და ძალიან ბევრი ობობა და მორიელი“, – ამბობს თეკლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები