მამუკა ჩარკვიანი კულტურის სამინისტროს: როცა აღარ ვიქნები, მერე პანაშვიდებზე სიარული არავის სჭირდება
ცნობილი მომღერალი მამუკა ჩარკვიანი კუტურის სამინისტროს უყურადღებობაში ადანაშაულებს. როგორც მამუკა ჩარკვიანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც მას და ჯანსუღ ჩარკვიანს ვარსკვლავი გაუხსნეს, იგი სამინისტროდან ტელეფონითაც კი არ მოუკითხავს.
მამუკა ჩარკვიანი ამბობს, რომ მას მეგობრები და ოჯახის წევრები ფინანსურად ეხმარებიან. თუმცა, კულტურის სამინისტროდან თუნდაც ყურადღებისთვის არავის მოუკითხავს. მისი თქმით, საქართველოში გარდაცვლილ პოეტებსა და კომპოზიტორებს უფრო პატივს სცემენ, ვიდრე ცოცხლებს.
“იცით რა მეწყინა? კულტურის სამინისტროში თუ ვინმეს ჰგონია, თბილისელებისა და ჩემი თანამოქალაქეებისთვის ვიღაცა ვარ, ძალიან ცდება. ექვსი თვეა კაცი ვწევარ, ერთი ტელეფონი აიღე და მომიკითხე, რამე დაშავდება?! რომ არა ჩემი ოჯახი და უახლოესი მეგობრები, კაცმა არ იცის, რა მდგომარეობაში ვიქნებოდი. საქართველოში მკვდარი პოეტები და კომპოზიტორები უყვართ…როცა აღარ ვიქნები, მერე პანაშვიდებზე სიარული და მაღალფარდოვანი სიტყვების მოსმენა არავის სჭირდება. ცოცხალი როცა ვართ, მაშინ მოვეფეროთ და გავუფრთხილდეთ ერთმამეთს! კიდევ ერთხელ ვამბობ – არაჩვეულებრივი და, მშობლები და მეგობრები მყავბს, არაფერი მომკლებია, უბრალოდ უყურადღებობითა და თვალთმაქცური დამოკიდებულებებით ერთმანეთს ვკარგავთ. სამწუხაროდ, დღეს მეტი დაფასება აქვთ იმათ, ვინც თავიანთი შემოქმედებით დედას იგინებიან და პოპულარობის მოხვეჭას ვულგარული საქციელით ცდილობენ. მალე 60 წლის ვხვდები და ათასი ლარიც კი არ მაქვს გადანახული შავი დღისთვის. 80 წლის მამა ეხმარება 60 წლის მამუკას. წარმოგიდგენიათ ჩვენი მდგომარეობა?! ამ დროს თურმე მე და ჯანსუღი ვარსკვლავები ვართ და, როგორც მიწოდეს, ცოცხალი ლეგენდა გახლავართ. არ ვწუწუნებ. მაგილითისთვის მომყავს, თუ როგორ მდგომარეობაშია ჩემი ერი. საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი შიმშილობს. არ ვიცი, ხელისუფლების პირველ პირებს რა ინფორმაციას აწვდიან, მაგრამ ხალხში იმედგაცრუება მატულობს“, – ამბობს მამუკა ჩარკვიანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“.