თბილისში მოწამლული ინდოელი გოგონების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში, წინასწარი ინფორმაციით, ორი უცხოელი გოგონა გაზის ინტოქსიკაციით მოიწამლა, – ამის შესახებ „კვირას“ თბილისის სასწარაფო- სამედიცინო დახმარების ცენტრის პრესსამსახურში განუცხადეს.

მათი ინფორმაციით, დაზარალებულებს ადგილზე პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ და კლინიკაში არიან გადაყვანილები.

როგორც „კვირას“ კ. ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრის პრესცენტრის ხელმძღვანელმა განუცხადა, ორი ინდოელი გოგონას ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

მისივე თქმით, წინასწარი ინფორმაციით, ისინი ბუნებრივი აირით მსუბუქად მოიწამლნენ. ამჟამად, ორივე მათგანი კონტაქტურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები