თეიმურაზ თუმანიშვილი: მოსკოვს ცრემლების არ სჯერა, თუმცა ადრე თუ გვიან იძულებული გახდება, დაიჯეროს

მოსკოვს ცრემლების არ სჯერა, თუმცა ადრე თუ გვიან იძულებული გახდება, დაიჯეროს, – ასე ასათაურებს ქართველი ექსპერტი თეიმურაზ თუმანიშვილი ანალიტიკურ სტატიას, რომელიც “სტრატეგიული ინფორმაციის და დაზვერვის – პროგნოზირების კომპანია IndaStra Global”-ის ვებგვერდზე განთავსდა.
აღნიშნული კომპანია დაარსებულია და მოქმედებს ნიუ-იორკში. თავად სტატიას საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ის რუსეთის საგარეო პოლიტიკას ეხება და ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებს განიხილავს, როგორიც არის საქართველო – რუსეთისა და რუსეთ – უკრაინის ურთიერთობები. აღსანიშნავია ისიც, რომ სტატიაში საუბარია აფხაზეთისა და ჩეჩნეთის ომზეც. http://www.indrastra.com

სტატიის ავტორი თეიმურაზ თუმანიშვილი საქართველო – კავკასიის სტრატეგიული კვლევის ინსტიტუტის პრორექტორი, სტრატეგიული დაგეგმარებისა და უსაფრთხოების ექსპერტია. აღნიშნული ინსტიტუტი საქართველოში ორი წლის წინ შეიქმნა. მისი მთავარი ამოცანა ისტორიულ, სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საგანმანათლებლო სფეროებში ანალიტიკური კვლევების ჩატარებაა. ინსტიტუტის შექმნის იდეა უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მოხდა. GCSSI-ს დამფუძნებლები და საადმინისტრაციო ჯგუფი არა მხოლოდ მეცნიერ-მკლევარები, არამედ ნატოს ჯარების თადარიგის უმაღლესი ოფიცრები არიან. აღნიშნული ფაქტი კი, დასავლეთის სხვადასხვა ორგანიზაციის მხრიდაც გამოქვეყნებული მასალების მიმართ გაორმაგებულ ინტერესს იწვევს.
კავკასიის სტრატეგიული კვლევის ინსტიტუტის რექტორი ექსპერტი ეროვნული უსაფრთხოებისა და საერთაშორისო სამართალის სფეროებში, ამერიკელი გენერალი, პროფესორი რონალდ სქოთ მანგუმია, ინსტიტუტის აკადემიკოსთა საბჭოს თავმჯდომარე კი, ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, პროფესორი სერ ფრედერიკ ტროუმანი. სტრატეგიული კვლევის ინსტიტუტს საკუთარი ვებგვერდიც აქვს და ის მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაში ფუნქციონირებს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ GCSSI-ს განყოფილება უახლოეს მომავალში ლონდონის ერთ-ერთ უძველეს მეტროპოლიტენ უნივერსიტეტშიც გაიხსნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები