„ნასა“ ევროპაში მისიას გააგზავნის

  ამერიკული კოსმოსური სააგენტო „ნასა“ განცხადებას აკეთებს არაპილოტირებული თანამგზავრის – იუპიტერის მისიის ევროპაში გაგზავნასთან დაკავშირებით. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ მარსზე სიცოცხლე არსებობს. „ნასამ“ 15 მილიონი დოლარი გამოყო ევროპისკენ მოგზაურობის დაგეგმვის დასაწყებად. ყინულით დაფარული ევროპა ოდნავ უფრო დიდია, ვიდრე დედამიწის თანამგზავრი – მთვარე. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ევროპაზე – 10-30 კილომეტრის წიაღში, 160 კმ სიღრმის თხევადი წყლის ოკეანეა.
2013 წლის ბოლოს მკვლევარებმა ევროპის ზედაპირზე 200 კმ სიმაღლის ორთქლის შადრევნები აღმოაჩინეს. ისინი მიკროორგანიზმებისთვის ვარგისი სასიცოცხლო პირობების არსებობას მოწმობენ. წყალი თხევადი ფორმით დედამიწის ტიპის ორგანული ცხოვრების არსებობის აუცილებელი პირობაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები