ჩინეთის ავტობუსში გაჩენილ ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა
ჩინეთში სამგზავრო ავტობუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად 10 ადამიანი გარდაიცვალა, 17 კი დაიჭრა,- ამის შესახებ ინფორმაციას ბი-ბი-სი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქალაქ გირინში, სამგზავრო ავტობუსში 43 ადამიანი იმყოფებოდა. ამ დროისთვის მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს და ხანძრის გამომწვევი მიზეზები არ კონკრეტდება. ჩინეთში გასულ კვირას ერთ-ერთ ავტობუსში კიდევ ერთი ხანძარი გაჩნდა. გუიჩჟოის პროვინციაში ხანძარს მაშინ 6 ადამიანი ემსხვერპლა და 35 დაშავდა.