უკრაინელი მომღერალი პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე მამაც ქალად დასახელდა

  უკრაინელი მომღერალი და მაიდნის აქტივისტი რუსლანა ლიჟიჩკო აშშ-ში პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე მამაც ქალად დაასახელეს.
“რუსლანა იღებს საერთაშორისო ჯილდოს ქალებს შორის მამაცობისთვის, ვაშინგტონში, ოვაციის თანხლებით “, – დაწერა ტვიტერის გვერდზე აშშ-ის ელჩმა უკრაინაში ჯეფერი პაიეტმა. რუსლანა ლიჟიჩკო წლის ყველაზე მამაცი ქალების სიაში მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ ყოველწლიური საერთაშორისო დაჯილდოება – მამაც ქალთა დღე 4 მარტს იმართება. აშშ-ში სხვადასხვა ქვეყნიდან აჯილდოვებენ ქალებს, რომლებმაც გამოავლინეს მამაცობა და ლიდერობა ხალხის უფლებების დასაცავად, და რომელიც ხშირად სიცოცხლის რისკის ფასი ჯდება.
როგორც ცნობილია, მომღერალი რუსლანა პირველი დღიდან უკრაინაში, ევრომაიდანზე იმყოფებოდა და აქციის მონაწილეებს მხარს უჭერდა.
უკრაინელი მომღერალი და ევრომაიდნის აქტივისტი რუსლანა უფრო ადრე მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ქალთა რეიტინგში მოხვდა, რომელიც ცნობილმა გამომცემლობა “ფორბსმა” შეადგინა.

1902855_10202646939407605_802888920_n 1932197_10202646941407655_1670298110_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები