აშშ უკრაინის დასახმარებლად 1 მილიარდ დოლარს გამოყოფს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის ეკონომიკის დასახმარებლად 1 მილიარდ დოლარს გამოყოფს, – ამის შესახებ დღეს საღამოს კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ განაცხადა.
“ამერიკა მზადაა უკრაინას საკრედიტო გარანტიები მისცეს ორი მილიარდი დოლარის ოდენობით. ჩვენ ვმუშაობთ მხარდასაჭერად, როგორც შეგვიძლია. უნდა ჩამოვყალიბდეთ, რა მოთხოვნები არსებობს. ამერიკის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ კონგრესს დაავალა, უკრაინის დასახმარებლად ყველა საჭირო გზა გამონახოს”, – აღნიშნა ქერიმ.
მისივე თქმით, ამერიკა მხოლოდ ფინანსური დახმარებით არ შემოიფარგლება, არამედ უკრაინას სხვა სფეროებშიც გაუწევს დახმარებას.
“ჩვენ გვსურს დახმარების მთელი პაკეტი მოვამზადოთ, მათ შორის ექსპერტული, ეკონომიკის აღდგენის კუთხით, კორუფციასთან საბრძოლველად, ასევე იმისთვის, რომ მოპარული აქტივები დაბრუნდეს”, – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები