„უკრაინის ეკონომიკის ჩავარდნა რუსეთზეც უარყოფითად აისახება“

რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე ვალენტინა მატვიენკოს განცხადებით, უკრაინის ეკონომიკის ჩავარდნა რუსეთზეც უარყოფითად აისახება. მისივე თქმით, რუსეთი უკრაინას ფინანსურ დახმარებას გაუწევს არა მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობების ხაზით, არამედ საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში , – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე ვალენტინა მატვიენკომ განაცხადა. “ვიმედოვნებ, რომ რუსეთმა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრია, შეუძლია მოლაპარაკებებში მიიღოს მონაწილეობა, უკრაინისთვის გარკვეული პირობებით დაფინანსებასთან დაკავშირებით”, – აღნიშნა მატვიენკომ “ლაიფნიუსის” ეთერში საუბრისას. მისი თქმით, საერთაშორისო დონეზე დიალოგის გარდა, რუსეთი მზადაა პირისპირ დიალოგის საფუძველზე აღმოუჩინოს უკრაინას ფინანსური და ეკონომიკური დახმარება, რადგან, მისი თქმით, ამ ორი ქვეყნის ეკონომიკა ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და უკრაინის ეკონომიკის ჩავარდნა რუსეთზეც უარყოფითად აისახება. თუმცა, მატვიენკო აცხადებს, რომ ამისთვის უკრაინას შესასრულებელი ექნება პირობა, რაც ქვეყანაში ლეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას უკავშირდება.
“ახლა, შეგვიძლია ჩვენი ხალხის ზიანის ხარჯზე მრავალმილიარდიანი კრედიტი გავცეთ, მით უფრო, რომ არ ვიცით, ახალი ხელისუფლება იძლევა თუ არა ცივილური ურთიერთობის გარანტიას… არჩევნების შემდეგ, რუსეთი მზად იქნება დიალოგისთვის”, – განაცხადა მატვიენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები