კიევის საკაბელო ტელევიზია "ლანეტმა" რუსული არხები გათიშა

კიევში რუსული არხები გათიშეს. უმსხვილესმა ინტერნეტპროვაიდერმა და საკაბელო ტელევიზია “ლანეტმა” სამი რუსული არხის მაუწყებლობა შეაჩერა. “ლიგა.ნეტ”-ის ინფორმაციით, გათიშულია “ერ-ტე-ერ პლანეტა”, “პირველი არხი” და “ენ-ტე-ვე მირ”.
ასეთი გადაწყვეტილება კომპანია “ლანეტმა” აღნიშნული ტელეკომპანიების მიერ უკრაინული კანონმდებლობის დარღვევისა და საომარი მოწოდებების გამო მიიღო.
“მშვიდობის შენარჩუნება ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ახლა”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები