ტელეკომპანია „დოჟდი“ იხურება

  ტელეკომპანია „დოჟდის“ გენერალური დირექტორი ნატალია სიდნევა ტელეკომპანიის შესაძლო დახურვის შესახებ განცხადებას ავრცელებს. სიდნევას თქმით, ლენინგრადის ბლოკადის თემაზე ჩატარებული სკანდალური გამოკითხვის შემდეგ ტელეარხი „დოჟდი“ უმსხვილესი საკაბელო ტელევიზიებიდან გათიშეს. ნატალია სიდნევას განცხადებით, არხი დახურვის პირასაა. მისი თქმით, ამ დროისთვის არხს თანხა მხოლოდ ერთ თვეზე ეყოფა და იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომლები ხელფასის საგრძნობ შემცირებას დათანხმდებიან, შესაძლოა არხმა კიდევ ორი თვე იარსებოს. მიუხედავად იმისა, რომ „დოჟდს“ ინტერნეტში უამრავი ხელმომწერი ჰყავს, ეს მისი არსებობისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები