რუსეთმა თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

  შავი ზღვის თავზე რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალებმა თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია თურქულ სატელევიზიო არხზე დაყრდნობით ავრცელებს. თურქული არხი კი საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ ქვეყნის გენერალურ შტაბზე დაყრდნობით იუწყება.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, თურქეთის სამხედრო საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა რუსეთის სამხედრო საპატრულო თვითმფრინავი “ილ-20” აიძულა, კვლავ საერთაშორისო საჰაერო სივრცეში დაბრუნებულიყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები