რა ჰკითხა ჯონ კერიმ ევრომაიდანზე შეკრებილებს?

  ჯონ კერი, რომელიც კიევში დღეს ჩავიდა, აეროპორტიდან პირდაპირ ევრომაიდანზე გაემართა, სადაც გარდაცვლილთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. ევრომაიდანზე გარდაცვლილთა მემორიალთან შეკრებილ ხალხს ჯონ კერიმ განუცხადა, რომ მათ დასახმარებლად აშშ ყველაფერს გააკეთებს. სახელმწიფო მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი არჩევნების შედეგს პატივს სცემს. ჯონ კერიმ შეკრებილ ხალხს ჰკითხა, თუ რას ფიქრობენ პუტინის იმ განცხადებაზე, რომ საფრთხე ემუქრებათ რუსულენოვან მოქალაქეებს. დახმარებისა და ყირიმიდან რუსული ჯარის გაყვანისკენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს თავად უკრაინელმა ხალხმაც მოუწოდა. გარდა ამისა, უკრაინელებმა კერის განუცხადეს, რომ პუტინის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები