პუტინი: უკრაინამ ახალი კონსტიტუცია უნდა მიიღოს

 რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თქმით, უკრაინას ახალი კონსტიტუცია სჭირდება. როგორც პუტინმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, არსებული კონსტიტუცია უკრაინელ ხალხს შუაზე ხლეჩს. „ათასჯერ ვუთხარი მათ, რატომ ხლეჩთ ქვეყანას შუაზე? მაგრამ მაინც თავისი მოიმოქმედეს. რაღა თქმა უნდა, ხალხი, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში ცხოვრობს, ხვდება, რომ ისინი გადაწყვეტილების მიღმა აღმოჩნდნენ. უკრაინამ ახალი კონსტიტუცია უნდა მიიღოს და ის რეფერენდუმზე უნდა გავიდეს, რათა უკრაინის ყველა მოქალაქე გრძნობდეს, რომ ისინი მონაწილეობენ და გავლენა აქვთ პროცესებზე. საპრეზიდენტო და საპრლამენტო არჩევნების გზით ლეგიტიმური ხელისუფლების ჩამოყალიბების შემდეგ მე მათ ადგილზე ახალ კონსტიტუციას მივიღებდი, ისევ და ისევ რეფერენდუმის გზით. თუმცა ეს ჩვენი საქმე არ არის“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები