ვლადიმერ პუტინი: იანუკოვიჩს პოლიტიკური მომავალი არ აქვს

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ხელისუფლებას ჩამოშორებულ უკრაინის ექსპრეზიდენტ იანუკოვიჩს პოლიტიკური მომავალი არ აქვს, – ამის შესახებ პუტინმა განცხადება დღეს, ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა. პუტინის განცხადებით ვიქტორ იანუკოვიჩს უკრაინა დროულად რომ არ დაეტოვებინა, შესაძლებელი იყო, რომ რადიკალებს მოეკლათ იგი.
„სიკვდილი ყველაზე იოლი საშუალეებაა, რომ ლეგიტიმური პრეზიდენტისგან გათავისუფლებულიყვნენ“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. პუტინის განცხადებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელმოწერის გადადება დამნაშავეებისათვის მხოლოდ მიზეზი აღმოჩნდა, რომელსაც ჩაეჭიდნენ.
„ ეს უბრალოდ მიზეზი იყო, რომ მათ ძალაუფლებისთვის ბრძოლა გაეჩაღებინათ. ამის შედეგად კი უკრაინაში ქაოსი მივიღეთ“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები