პუტინი: რუსეთი ყირიმის შეერთების შესაძლებლობას არ განიხილავს

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი ყირიმის ნახევარკუნძულის მიერთების შესაძლებლობას არ განიხილავს,- ამის შესახებ პუტინმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. „ ჩვენ ყირიმის მიერთების საკითხს არ განვიხილავთ, საერთოდ კი ვფიქრობთ რომ მოქალაქეებს იქნებიან ეს ყირიმის თუ სხვა ადგილის მაცხოვრებლები უფლება აქვთ თავად განსაზღვრონ თავიანთი მომავალი“- განაცხადა პუტინმა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ყირიმის პრემიერმა სერგეი აქსენოვმა რუსეთის პრეზიდენტს ყირიმში მშვიდობის უზრუნველსაყოფა თხოვა. რის შემდეგაც დუმის დადგენილების საფუძველზე პუტინმა უკრაინის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამხედრო ძალები შეიყვანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები