გარდაბანში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამსახურის თანამშრომლებმა გარდაბნის მუნიპალიტეტში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.
ბრაკონიერებმა სოფელ ახთაკლას ტერიტორიაზე მდინარე მტკვარში თევზჭერა კანონმდებლობით აკრძალული მოწყობილობით ელექტრო შოკური აპარატით განახორციელეს.
მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნება სასამართლოში.
დგინდება გარემოსთვის ზიანის მიყენების ოდენობა.
“გამოვლენილი იქნა აკრძალული საშუალებებით თევზჭერის ფაქტი. სამართალდამრღვევებმა უკანონოდ მოიპოვეს 30 კგ-ის სხვადასხვა სახეობის თევზი. ამ ეტაპზე გარემოსთვის ზიანის მიყენების ოდენობის დაანგარიშება მიმდინარეობს და მასალები შესაბამის სასამართლოში იქნება გადაგზავნილი”, – განაცხადა ინსპექტორმა ნელი კორკოტაძემ.