მესამე მასივის მე-10 კვარტლის ბ, ვ, გ, დ კორპუსებს წყალგაყვანილების მილები შეეცვალათ



დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის ლევან დარახველიძის ინიციატივითა და შუამდგომლობით მესამე მასივის მე-10 კვარტლის ბ, ვ, გ, დ კორპუსებს წყალგაყვანილების მილები შეეცვალათ.

როგორც “კვირას“ საკრებულოდან აცნობეს, დეპუტატის ბიუროსა და ასევე რაიონის გამგებელს მამუკა ჩოქურს წყალგაყვანილების მილების ქსელის შეცვლის წერილობითი თხოვნით მოსახლეობამ მიმართა. ლევან დარახველიძის ძალისხმევით ამ ეტაპზე წყალგაყვანილობის მილების სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაიწყო.

დღეს მესამე მასივის მაჟორიტარი დეპუტატი ლევან დარახველიძე და სამგორის რაიონის გამგებელი მამუკა ჩოქური მესამე მასივის მე-10 კვარტლის ბ, ვ, გ, დ კორპუსის მაცხოვრებლებს და ამხანაგობის თავმჯდომარეებს შეხვდნენ და წყალგაყვანილობის ქსელის აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერეს.
ამ დროისთვის უკვე 178 გ/მ 225 იანი და 90 გ/მ 110 მილია შეცვლილი, რაც წლების მანძილზე მოსახლეობისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენდა.
აღდგენითი სამუშაოებს წყალმომარაგების კომპანია GWP აწარმოებს და ოთხშაბათს საბოლოოდ მისი დასრულებაა დაგეგმილი.

რაც შეეხება კორპუსის გამაგრებით სამუშაოებს, ის რამდენიმე დღეში, GWP -ის მიერ წარმოებული სამუშაოების დასრულებისთანავე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები