შპს „წალკაგაზი“ 5000 ლარით დაჯარიმდა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ შპს „წალკაგაზი“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 5000 ლარით დააჯარიმა – ამის შესახებ ინფორმაციას ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის პრესცენტრი ავრცელებს.
პრესცენტრის ინფორმაციით, დაჯარიმების მიზეზი სალიცენზიო პირობების დარღვევის პირობა იყო. დაჯარიმების საფუძველი გახდა ის, რომ შპს „წალკაგაზმა“ კომისიის 2014 წლის 11 დეკემბრის №50/20 გადაწყვეტილებით განსაზღვრული დოკუმენტაცია დადგენილ ვადაში სრულყოფილად არ წარმოადგინა. ასევე, კომპანიას მიეცა გაფრთხილება, რომ განმეორებით სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში იგი 15 000 ლარით დაჯარიმდება.