საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები სომხეთის ხელისუფლებას მიმართავენ

საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები დაკავებული მნაცაკან ალექსეიანის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით სომხეთის ხელისუფლებას მიმართვენ.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ალექსეიანის გათავისუფლება დიდი მნიშვნელობის აქტი იქნება, რომელიც მეტი ნდობის საფუძველს მოუტანს სამოქალაქო საზოგადოებას, რომ ჩვენს რეგიონში სიტყვის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება გარანტირებული და დაცულია.
„ჩვენ – საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები პატივისცემით მოგმართავთ და გვსურს, კვლავ დავაფიქსიროთ, რომ გულითადად ვიზიარებთ 12 იანვარის, ქალაქ გიუმრიში მომხდარ ტრაგედიას, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მომხდარ სულისშემძვრელ ვანდალურ აქტთან დაკავშირებით, ვუთანაგრძნობთ სომეხ ერს და დაღუპულთა ოჯახის ნათესავებს. ვაცხადებთ, რომ თვალს ვადევნებთ მღელვარებას, რომელიც გრძელდება ქ.გიუმრიში დატრიალებული ტრაგედიის შემდგომ და შეშფოთებულნი ვართ ბ–ნი მნაცაკან ალექსეიანის დაკავების გამო პოლიციის მიმართ ხულიგნობისა და ძალის გამოყენების ბრალდებით სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც აღიძრა 14–15 იანვრის სახალხო მღელვარების შედეგად.
ჩვენ მოვითხოვთ ბ–ნი მნაცაკან ალექსეიანის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, რომელიც დააკავეს 4 თებერვალს და რომლის დაკავების ვადა (72 სთ) იწურება ხვალ, შაბათს, 7 თებერვალს. ჩვენ, ვიზიარებთ სომეხი ერის სულისკვეთებას, რომ სომხეთის ქალაქ გიუმრიში დატრიალებულ შემზარავ ტრაგედიაში დამნაშავე ეჭვმიტანილი, 102-ე რუსული სამხედრო ბაზის მოსამსახურე სათანადოდ იქნება დასჯილი სომხეთის რესპუბლიკის კანონმდებლობისა და სომეხი ერის ნების შესაბამისად და მის წინააღმდეგ სათანადო სამართლებრივი ზომები იქნება განხორციელებული. ბ–ნი მნაცაკან ალექსეიანის გათავისუფლება დიდი მნიშვნელობის აქტი იქნება, რომელიც მეტი ნდობის საფუძველს მოუტანს სამოქალაქო საზოგადოებას, რომ ჩვენს რეგიონში სიტყვის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება გარანტირებული და დაცულია“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: „კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი“ (ICCN), „საერთო-სამოქალაქო მოძრაობა-მრავალეროვანი საქართველო“ (PMMG), „ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეა ადამიანის უფლებათა ცენტრი მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტი – საქართველო“ (IMTD-Georgia), „ტრანსცენდ-საქართველო“ (TRANSCEND-Georgia).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები