საბჭოური პერიოდის პოლიტპატიმარ ქალთა შესახებ გამოფენა მიმდინარეობს

საქართველოს ყოფილი პარლამენტის შენობის წინ, გასაბჭოების დღესთან დაკავშირებით, საბჭოური პერიოდის პოლიტპატიმარ ქალთა შესახებ გამოფენა მიმდინარეობს. გამოფენაზე რეპრესიის მსხვერპლთა სიები, ფოტოები, სატუსაღოებში პოლიტპატიმარი ქალების მიერ შესრულებული ნაკეთობები  და მათი წერილებია წარმოდგენილი.
რეპრესიების მსხვერპლთა შთამომავლები და მოქალაქეები პატივს მიაგებენ რეჟიმის მსხვერპლთა ხსოვნას და ყვავილებით შეამკობენ მათ სურათებს.
ღონისძიება საზოგადოება “მემორიალის” და „IDFI“- ის ორგანიზებით იმართება. გამოფენა 11:00 საათზე გაიხსნა და 16:00 საათამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები