რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზის მძღოლების შიმშილობა გრძელდება

რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ხაზის მძღოლები შიმშილობას აგრძელებენ. რუსთავის მერიის წინ 7 მძღოლია გაფიცული. ისინი ადგილობრივი ხელისუფლებისგან სამარშრუტო ტაქსების შემოყვანის მიზნით გამოცხადებული კონკურსის 5 წლით გადავადებას ითხოვენ. მოშიმშილეებთან ასამდე მცირე მეწარმე და სამარშრუტო ტაქსების მძღოლებიც მივიდნენ და საპროტესტო აქცია მოაწყვეს.
მოგვიანებით მომიტინგეებს “ლეიბორისტული პატრიის” ერთ-ერთი ლიდერიც შეუერთდა და გაფიცულებს სოლიდარობა გამოუცხადა. რუსთავის მერიაში კი ამბობენ, რომ კონკურსი კანონის ყველა ნორმის დაცვით გამოაცხადეს და საკონკურსო პირობებში მძღოლების ინტერესები მაქსიმალურად დაცულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები