სამებაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ჯანმრთელობის პარაკლისი აღევლინება
სამების საკათედრო ტაძარში 27 თებერვალს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ჯანმრთელობის პარაკლისი აღევლინება, – ამის შესახებ საპატრიარქოში გამართულ პრესკონფერენციაზე გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ განაცხადა. “ვითვალისწინებთ რა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების დიდ სურვილს წმინიდანთან (მამა გაბრიელი) მიახლებისა, მათთვის ხუთშაბათს, 27 თებერვალს, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე, საგანგებოდ გადახდილი იქნება საჯანმრთელო პარაკლისები და დაილოცებიან მომსვლელნი. თუმცა რა თქმა უნდა მათ სხვა დროსაც შეეძლებათ ტაძარში მიბრძანება”, – განაცხადა მეუფე ანდრიამ.
სამების სკათედრო ტაძარში ღირსი მამის, გაბრიელ სალოსის წმინდა ნაწილები სვეტიცხოვლიდან გუშინ გადმოაბრძანეს. მრევლს ერთი კვირის განმავლობაში, 24 საათის განმავლობაში ექნება საშუალება, წმინდა გაბრიელს მიეახლოს.