გეგუთის №14 დაწესებულებაში მსჯავრდებულებისთვის კონცერტი გაიმართა
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ინიციატივით, გეგუთის №14 დაწესებულებაში კონცერტი გაიმართა. მსჯავრდებულების წინაშე მომღერალი, გიო ხუციშვილი და მისი ბენდი – „გიო და ბიჭები“ 2 საათიანი მუსიკალური პროგრამით წარსდგნენ. მუსიკალური ნომრები თავად მსჯავრდებულებმაც შეასრულეს.
ღონისძიებას სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და გეგუთის №14 დაწესებულების ხელმძღვანელობაც ესწრებოდა.
როგორც სასჯელაღსრულების დეპარტამენტში აცხადებენ, სხვადასხვა დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულებისთვის არაერთი კონცერტი და შოუ-პროგრამა გაიმართა.
გიო ხუციშვილმა და მისმა ბენდმა, მუსიკოს მერაბ სანოძესთან ერთად, მსგავსი პროგრამა ქსნის №15 დაწესებულების მსჯავრდებულებსაც წარუდგინა. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ინფორმაციით, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ფარგლებში, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არაერთ კულტურული და საგანმანათლებლო პროექტი ხორციელდება.