თეონა ლავრელაშვილის ოფიციალური შეხვედრები ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში

გაეროს მიწვევით, საჯარო მმართველთა ინსტიტუტის პრეზიდენტი და საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის დამფუძნებელი თეონა ლავრელაშვილი ვაშინგტონსა და ნიო-იორკში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა.მოლაპარაკებების შედეგად ქართველ ლიდერ ქალებს ვაშინგტონი სექტემბერში უმასპინძლებს, ხოლო ,,NASPAA’’ ქართული უნივერსიტეტებით ინტერესდება და ასოციაციაში გაწევრიანების შესაძლებლობას სთავაზობს. გაწეული დახმარებისთვის თეონა ლავრელაშვილი საქართველოს ამერიკელ მეგობრებსა და საერთაშორისო სავაჭრო პალატას მადლობას უხდის.

ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრები:

ამერიკის კონგრესში თეონა ლავრელაშვილი „Open World Leadership Center“-ის პრეზიდენტს ჯონ კეფს   შეხვდა. შეხვედრის დროს, ამერიკის კვლევით ინსტიტუტებში ქართველი ახალგაზრდების პრაქტიკების, გაცვლითი პროგრამებისა და სტიპენდიების შესაძლებლობების შესახებ მოლაპარაკებები გაიმართა, რის შედეგადაც ამერიკის კონგრესი პირველად ქართველ ათ ლიდერ ქალს 2014 წელს სპეციალური სასწავლო პროგრამით ვაშინგტონში უმასპინძლებს. 03

ლავრელაშვილი ,,NASPAA’’- (საჯარო მმართველობის სკოლების ეროვნული ასოციაცია) პრეზიდენტს ლაურელ მაქფარლანდს შეხვდა. მან  საქართველოს უნივერსიტეტებში მიმდინარე რეფორმები გააცნო და მაქფარლანდი მზად არის ქართული სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები ასოციაციაში ,,NASPAA’’ გააწევრიანოს. ,,NASPAA’’ გლობალური სტანდარტის მქონე საჯარო მმართველობითი ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს წამყვან სკოლებს საჯარო მმართველობით სფეროში. მისი წევრები  კოლუმბიის, ჯორჯ მეისონის, კენტის და სხვა წამყვანი ქვეყნების უნივერსიტეტები არიან.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში იგი ჰეიდი ბარტლეტ ევენს შეხვდა, რომელსაც  განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო. თავის მხრივ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ხაზი გაუსვა ლიდერ ქალთა მნიშვნელობას საზოგადოებისათვის და თეონა ლავრელაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა სამომავლო საქმიანობაში.

ლავრელაშვილმა გაეროს ყოველწლიური ასამბლეის მონაწილეებს  ახალგაზრდა ქართველი პოლიტიკოსების საქმიანობა გააცნო, რის შემდგომაც ასამბლეამ საქართველოში გაეროს საქმიანობით დაკავებული ახალგაზრდების პლატფორმის შექმნა შესთავაზა,რომელიც გაეროში სტაჟირებების, ღონისძიებებსა და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობას ხელს შეუწყობს.

პრინსტონისა და ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორებს, სტუდენტებსა და ადმინისტრაციის წევრებს საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტისა და საჯარო მმართველთა ინსტიტუტის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

01კარნეგის ცენტრში გამართულ დისკუსიაზე ლავრელაშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, მცოცავი ოკუპაციისა და რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შესახებ ისაუბრა. რომელსაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლები, დიპლომატიური კორპუსი, ექსპერტები და  საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი სპიკერის რანგში ესწრებოდა.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ თეონა ლავრელაშვილი  „2014 წლის მოწვევის ახალგაზრდული პარლამენტის“ გამგეობას დაამტკიცებს, რომელიც ახალგაზრდა პარლამენტარებს უხელმძღვანელებს. ასევე, საქართველოში მისი ხელმძღვანელობით „წარმატებულ ქალთა გაერთიანება“  შეიქმნება, რომელიც სექტემბერში ვაშინგტონს ეწვევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები