მრევლს სამებაში მამა გაბრიელის ნაწილებთან მიახლოება 24 საათის განმავლობაში შეეძლებათ

მრევლს 24 საათის განმავლობაში ექნება საშუალება, სამების სკათედრო ტაძარში მიეახლოს წმინდა გაბრიელს – ამის შესახებ საპატრიარქოში გამართულ პრესკონფერენციაზე გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრია გვაზავამ განაცხადა. “დიდია ხალხის სიყვარული მისდამი. ამიტომ, სამების ტაძარი არ დაიკეტება და მრევლს ერთი კვირის განმავლობაში, 24 საათის განმავლობაშო ექნება საშუალება, მიეახლოს წმინდანს. უნდა ითქვას, რომ წმინდანთა აღმოყვანების ტრადიცია საქართველოში თითქმის არ იყო, რადგან ქვეყანა მუდმივ შემოსევებს განიცდიდა და მათი დაცვის გარანტია არ არსებობდა, თუმცა, მართლმადიდებელ სამყაროში კონსტანტინეპოლის, ანტიოქიის, საბერძნეთის, რუსეთისა და უკრაინის სხვა ეკლესიებში ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო. საერთოდ, ამოყვანებული ნაწილები ზოგჯერ არის ნაწილობრივ უხრწნელი, აქვთ მხოლოდ ძვლების სახით დაცული. მაგალითად, უხწრნელია წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი. კიევის ლავრაში დაბრძანებულ წმინდანთა დიდი ნაწილი, მაგრამ მაგალითად, მოციქულებიც, წმინდა გიორგიც, სტეფანე პირველმოწამის, ბასილი დიდის, გრიგოლი ღვთისმეტყველის და სხვა წმინდანების მხოლოდ ძვლებია და მას მიეახლებიან მორწმუნენი”, – განაცხადა მეუფე ანდრიამ. მეუფე ანდრიას თქმით, ამოსვენების დროს მამა გაბრიელის მხოლოდ თავის ქალის ძვლის მცირე ნაწილი გამოჩნდა. მისი წმინდა ნეშტი კი საერთოდ არ გახსნილა. როგორც იყო საბერო მანტიაში და ჭილობში დაკრძალული, ასევე დარჩა. გარედან ახალი საბერო სამოსით შეიმოსა და ლუსკუმაში ჩასვენდა. “ვითვალისწინებთ რა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების დიდ სურვილს წმინდანთან მიახლებისა, მათთვის ხუთშაბათს, 27 თებერვალს, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე, საგანგებოდ გადახდილი იქნება საჯანმრთელო პარაკლისები და დაილოცებიან მომსვლელნი. თუმცა, რა თქმა უნდა მათ სხვა დროსაც შეეძლებათ ტაძარში მიბრძანება. მამა გაბრიელმა მრავალი სასწაული აღასრულა და ღვთის მადლით კვლავაც ბევრს აღასრულებს. მისი ლოცვა და ღვთის წინაშე მეოხება შეეწიოს სრულიად საქართველოს”, – განაცხადა გორისა და ატენის მიტროპოლიტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები