დღეს გიორგი სანაიას 39 წელი შეუსრულდებოდა

  დღეს ცნობილ ჟურნალისტს გიორგი სანაიას 39 წელი შეუსრულდებოდა. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი ჟურნალისტის გარდაცვალებიდან უკვე 13 წელი გავიდა. გიორგი სანაია 1975 წლის 24 თებერვალს სამეგრელოში დაიბადა. მოგვიანებით კი, საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა. ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ სხვადასხვა მედია-საშუალებაში მუშაობდა. მისი ყველაზე დიდი ნაბიჯი იყო ტელესამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“. აქ გიორგი სანაია იმ დროისათვის ყველაზე პოპულარულ ტოქშოუს „ღამის კურიერს“ უძღვებოდა.
2001 წლის ივლისში, ტელევიზიით მოულოდნელად გავრცელდა ცნობა გიორგის გარდაცვალების შესახებ. გარდაცვალების რეალური მიზეზი დღემდე უცნობია, თუმცა, ბევრის მოსაზრებით, ამ მკვლელობის მიზეზი ქვეყნის იმდროინდელი პოლიტიკურ ინტრიგები უნდა ყოფილიყო. მას დარჩა ცოლი და ერთი შვილი. გიორგი სანაიას ოჯახის წევრებს დღემდე აქვთ იმედი, რომ სიმართლე გაიმარჯვებს და ჟურნალისტის გარდაცვალების ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები