რომელ უბნებს შეუწყდება წყალი?
“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” მაგისტრალური მილის აღდგენით სამუშაოებს იწყებს. აღდგენითი სამუშაოების გამო, 25 თებერვლის 11:00 საათიდან წყალმომარაგება შეუწყდება: ვაჟა-ფშაველას კვარტლებს, ნუცუბიძის, მინდელის და ჯიქიას ქუჩებს, ზემო ვაკეს, ჩოლოყაშვილის გამზირს და მიმდებარე საცხოვრებელ კორპუსებს, ბაგებს, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს, ზემო ვერეს, მთაწმინდასა და სოლოლაკს; კრწანისის რაიონის რამდენიმე ქუჩას, ოქროყანას, კოჯორს, წყნეთს, კიკეთს, წავკისს, ტაბახმელას, შინდისს, ასევე, ზაჰესისა და წეროვანის ლტოლვილთა დასახლებებს. ჩამოთვლილ უბნებს წყლის მიწოდება 26 თებერვლის სამუშაოების დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღუდგება.