თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია “თელასის” ინფორმაციით, შეზღუდვა ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოებს უკავშირდება.
“თელასის” ინფორმაციით, 3 დეკემბერს, 10.00 საათიდან 12.00 საათამდე შეზღუდვა შეეხება საბურთალოს რაიონის მისის დასახლების და სოფელ ზურგოვანის 226 აბონენტს.
ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოების გამო, 11.00 საათიდან 16.00 საათამდე 2- საათიანი მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება დიდუბის რაიონში თამარ მეფის გამზირის, აღმაშენებლის გამზირის, ცაბაძის, თევდორე მღვდლის, ლებანიძის, წინამძღვრიშვილის და ბორჯომის ქუჩების 682 აბონენტს.
ასევე, ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სამგორის რაიონში კახეთის გზატკეცილის, ქინძმარაულის და ნაკადულის ქუჩების 307 აბონენტს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სააქციო საზოგადოება “თელასის” ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები