დამწვრობის ცენტრი ვაკეში, ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადავიდა

დამწვრობის ცენტრმა მისამართი შეიცვალა და რეფერალური ჰოსპიტალიდან ს.ხეჩინაშვილის სახელობის საავადმყოფოში გადავიდა – ამის შესახებ „კვირას“ ბ.იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა. მისი თქმით, დამწვრობის ცენტრის ადმინისტრაცია და პაციენტები ხეჩინაშვილის სახელობის საავადმყოფოს 4-5 სართულზე გადანაწილდნენ.
გუგა ქაშიბაძემ კლინიკის შეცვლის მიზეზად, ყოფილი შენობის არასაკმარისი ფარი დააასახელა.
„ყოფილი შენობა არ აკმაყოფილებდა თანამდეროვე სტანდარტებს. გარდა ამისა, იმ შენობაში 17 საწოლი იყო, რაც პაციენტებისთვის არ არის საკმარისი. ამჟამად, დამწვრობის ცენტრის პაციენტთათვის ხეჩინაშვილის სახელობის საავადმყოფოში 32 საწოლია. ცალკე არის რეანიმაციის განყოფილება და გაცილებით უკეთეს პირობებია“, – აღნიშნა გუგა ქაშიბაძემ.
როგორც ქაშიბაძე აცხადებს, ამჟამად უკვე ხეჩინაშვილის სახელობის საავადმყოფოს რეანიმაციაში დამწვრობის ცენტრის 9 პაციენტია მოთავსებული, მათ შორის 2 ბავშვია. 21 დეკემბერს, ხეჩინაშვილის სახელობის საავადმყოფოში ბ. იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ცენტრი ოფიციალურად გაიხსნება და პრეზენტაცია მოეწყობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები