10 დღის განმავლობაში 3 მოხუცი გარდაიცვალა – რა ხდება „კარვების ქალაქში“?

უპატრონოთა თავშესაფარში 70 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ამის მიზეზი ქრონიკული დაავადება-ეპილეფსია აღმოჩნდა. როგორც თავშესაფრის ექიმმა აღნიშნა, მოხუცი შეუძლოდ დღეს დილით გახდა. მისი თქმით, 112 -ის გამოძახების შემდეგ მამაკაცი გ.ინგოროყვას სახელობის საავადმყოფოში მოათავსეს. რამდენიმე საათის შემდეგ კი მოხუცი კლინიკიდან გამოწერეს და „ფორმა 100“-ს საშუალებით ისევ კარვების დასახლებაში მოთავსდა, სადაც გარდაიცვალა.
ბოლო ათი დღის განმავლობაში, უპატრონოთა თავშესაფარში კიდევ ორი ბენეფიციარი გარდაიცვალა. ამის მიზეზი ძირითადად, ქრონიკული დაავადებებია. თუმცა კარვების დასახლებაში ავადმყოფობასთან ერთად, ცივი ზამთრისაც ეშინიათ, რადგან წვიმიან ამინდში კარვებიდან წყალი ჩადის. ამჟამად კარვებში 200-მდე მობინადრე ცხოვრობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები