ნეიმარმა შეყვარებულთან დაშორება ვერ აიტანა და ჩამოსასვლელად კერძო თვითმფრინავი გაუგზავნა
ბრაზილიის ნაკრების და „ბარსელონას“ ფეხბურთელი ნეიმარი წარმატებული კარიერას როგორც ჩანს ლამაზმანების მოხიბვლასაც უთავსებს. არც ისე დიდი ხნის წინ ფეხბურთელი ბრაზილიელ მოდელს, 19 წლის ბრუნა მარკეზინის ხვდებოდა, რომელსაც ცოტა ხნის წინ საბოლოოდ დაშორდა. ბოლო დღეებში უცხოური მედიაში ვრცელდებოდა ჭორები, რომ ბრაზილიელმა დიდმკერდიანი სერბი მოდელის სორაია ვუჩელიჩის სახით ახალი გატაცება იპოვა. 28 წლის სორაიამ და ნეიმარმა ერთმანეთი იბიცაზე დასვენებისას გაიცნეს. გავრცელებული ინფორმაციით, ნეიმარის მოსანახულებლად ბარსელონაში სორაია ნოემბერში უნდა ჩასულიყო. თუმცა ნეიმარმა განშორება ვერ აიტანა და მოდელს მასთან ჩამოსასვლელად კერძო თვითმფრინავი გაუგზავნა. ნეიმარის გაგზავნილი თვითმფრინავით მგზავრობის ამსახველი ფოტოები ინტერნეტში თვითონ სერბმა მოდელმა გაავრცელა.