“ისლამური ხალიფატის” რიგებში უცხოელ მებრძოლებთან ერთად “სექს-ჯიჰადისტებიც” გამოჩნდნენ
სირიასა და ერაყში „ისლამური ხალიფატის“ რიგებში მებრძოლი უცხოელი ბოევიკების რიცხვმა 15 ათასს მიაღწია. ამ ინფორმაციას გამოცემა „The Guardian“-ი გაეროს უშიშროების საბჭოს მოხსენებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გაეროს დასკვნის თანახმად „ხალიფატის“ შემადგენლობაში 80-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქე იბრძვის. მოხსენებაში ამ ქვეყნების სრული ჩამონათვალი არ არის გამოყენებული, თუმცა ნახსენებია, რომ მათ შორის საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და რუსეთის მოქალაქეები არიან.
გარდა ამისა აღსანიშნავია, რომ „ხალიფატის“ რიგებს სულ უფრო და უფრო მეტი „ალ-ქაიდას“ მებრძოლი უერთდება. „The Guardian“-ის მონაცემებით, ამჟამად „ისლამური ხალიფატის“ მხარეს არანაკლებ 500 ბრიტანელი იბრძვის. ამ პროცესის მასშტაბების დასახასიათებლად საკმარისია ერთი მაგალითი: ადრე ისიც გახდა ცნობილი, რომ ერაყელმა მეომრებმა ტყვედ ჩაიგდეს ჩრდილოეთ კორეის მოქალაქე, რომელიც ერაყში „ხალიფატის“ რიგებში იბრძოდა. გაეროს უშიშროების საბჭოს ინფორმაციით, უცხოელთა რიცხვი, რომელთაც სურვილი აქვთ „ხალიფატის“ ტერორისტებს შეურთდნენ, უპრეცენდეტოდ დიდია. შესაბამისად, რომ არა სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები, რომლებიც მსგავსი პირების გადაადგილებას აფერხებენ, „ხალიფატის“ მხარეს მებრძოლ უცხოელთა რიცხვი გაცილებით დიდი იქნებოდა. „ისლამური ხალიფატის“ რიგებს ბოლო დროს ახალგზარდა გოგონებიც ავსებენ. ე.წ. „სექს-ჯიჰადის“ შემსრულებლებს შორის ბევრი არასრულწლოვანი გახლავთ. ბოლო დროს გახმაურებულ ისტორიად იქცა 15 წლის საბინა სელიმოვიჩის და 17 წლის სამრა კესინოვიჩის „სექს-ჯიჰადის“ აღსასრულებლად ერაყში გაქცევა. „სექს-ჯიჰადის“ შემსრულებლები ერაყში ჩასვლისას მეომრების სექსუალურ მოთხოვნილებებს აკმაყოფილებენ, შემდეგ კი რომელიმე მათგანის ცოლებიც კი ხდებიან. ე.წ. სექს-ჯიჰადის აღსრულების მსურველები „ხალიფატის“ მებრძოლების მოწოდებებს გამოეხმაურნენ, რომლებმაც მსოფლიოს მუსლიმან გოგონებს ურწმუნოთა მიმართ თავინათი სექსუალური წვლილის შეტანისკენ მოუწოდეს.