ცნობილი პორნო-საიტის ლოგო საფებურთო კლუბის მაისურებზე განათავსეს
ცნობილი პორნო-საიტის „Pornhub“-ის ლოგო ინგლისური საფებურთო კლუბის „რუტერფორდ რაიდერსის“ მაისურებზე გამოჩნდა. „რუტერფორდ რაიდერსი“ ინგლისის კენტის საგრაფოში არსებული საუნივერსიტეტო საფეხბურთო კლუბი გახლავთ, რომელსაც ბოლო პერიოდში ფინანსური პრობლემები აქვს. ფინანსური კრიზისიდან გამოსავალის ძიებისას კლუბმა კომერციულ სპონსორად პორნო-საიტის გამოყენებაზეც კი დაიწყო ფიქრი. როგორც ჩანს ეს ინფორმაცია გახმაურდა და გუნდს სპონსორობა ცნობილმა პორნო-საიტმა „Pornhub“-მა შესთავაზა. კლუბსა და პორნო-საიტს შორის შეთანხმების შედეგად საუნივერსიტო საფეხბურთო გუნდის მაისურებიც დამზადდა, რომელზეც „Pornhub“-ის ლოგოტიპი იყო გამოსახული. თუმცა ეს საინტერესო და სკანდალური შეთანხმება საბოლოოდ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ ჩაშალა, რომლებმაც საფეხბურთო კლუბს მაისურებზე ახალი სპონსორის ლოგოს გამოყენება აუკრძალეს. „ კენტის უნივერსიტეტის სპორტული დეპარტამენტი არასოდეს დაუშვებს ასეთ თანამშრომლობას. ეს კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ მთელი სერიოზულობით ვეკიდებით საუნივერსიტეტო სპორტული გუნდებს და შესაძლო სპონსორულ კონტრაქტებსა და ლოგოტიპებს ჩვენ ვწყვეტთ“ – განაცხადა უნივერსიტეტის პრეს-მდივანმა მარტინ ერემამ. პორნო-საიტები სპორტული კლუბების სპონსორების რანგში წარსულში უკვე მოგვევლინენ. 2001 წელს მსგავსი კონტრაქტი ესპანურმა საკალათბურთო კლუბმა „ალიკანტე“-მ გააფორმა.