შერემეტოვოს აეროპორტში 8 წლის უნარშეზღუდული გოგონა თვითმფრინავში არ შეუშვეს

 

       შერემეტოვოს აეროპორტში 8 წლის უნარშეზღუდული გოგონა თვითმფრინავში არ შეუშვეს
ტელეარხი „მოსკვა 24-ის“ ინფორმაციით, შერემტოვოს აეროპორტში უნარშეზღუდული გოგონა თვითმფრინავში არ შეუშვეს.
ინციდენტის მიზეზად ელექტროსავარძლის წონა სახელდება. თავიდან სავარძელი არაგაბარიტულ ტვირთად ჩათვალეს, შემდეგ კი გაირკვა, რომ ნორმას აღემატება, რის შემდეგაც ავიაკომპანია „ადრიას“ თანამშრომლებმა გოგონას გადაყვანაზე უარი განაცხადეს.
რვა წლის კატიას კუნთების დისტროფია აქვს და ხელოვნური აპარატის მეშვეობით სუნთქავს. ის უნდა სლოვენიაში სამკურნალოდ მიემგზავრებოდა. ბავშვის მამის კონსტანტინე ბოროდულკინის თქმით ადრე სავარძელთან დაკავშირებით პრობლემა არასდროს გაჩენია. ავიაგადამზიდი ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები