,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას ბოლნისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ალექსანდრე ზაბახიძე, მერის მოადგილე თურალ ვალიევთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ზვარეთის, ზემო ბოლნისისა და ქვემო ბოლნისის მცხოვრებლებს შეხვდა და სოფლებში არსებულ საჭიროებებს გაეცნო.
“დღევანდელ შეხვედრებზე ადგილობრივებმა მათთვის პრიორიტეტული საკითხები დაასახელეს და მიმდინარე წელს განსახორციელებელი პროექტები ერთობლივად შეარჩიეს.
შეგახსენებთ, რომ 2026 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 714 000 ლარი გამოიყო,”- წერია ინფორმაციაში.