გიორგი სვანიძე მეუფე ეფრემს ანგელოზის დღეს ულოცავს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი სვანიძე ბოლნელ მთავარეპისკოპოსს მეუფე ეფრემს ანგელოზის დღეს ულოცავს, – ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს.

„მთელი გულით ვულოცავ ჩვენი ეპარქიის წინამძღვარს, ბოლნელ მთავარეპისკოპოს ეფრემს მფარველი წმინდანის ხსენების დღეს.

მეუფე ეფრემი არის ჩვენი სულიერი მამა, რომლის სიტყვა ნუგეშია, ხოლო საქმე მაგალითი ყველასთვის. მისი სიბრძნე, სიმშვიდე და ადამიანებისადმი სიყვარული ბოლნისის ეპარქიას სითბოსა და ერთიანობას სძენს“, – წერს სოციალურ ქსელში გიორგი სვანიძე

საკრებულოს თავმჯდომარე მეუფე ეფრემს უსურვებს ჯანმრთელობას, სულიერ ძალას და ბედნიერ ბევრ წელს, რათა კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იყოს ბოლნისის ეპარქიისა და სრულიად საქართველოს სულიერი საყრდენი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები