“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ყვარლის მერმა მთისძირის, ბალღოჯიანისა და ახალსოფლის მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები გამართა
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა ილია მზექალაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ზურაბ ჩხეიძემ მთისძირის, ბალღოჯიანისა და ახალსოფლის მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები გამართეს. ინფორმაციას ყვარლის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრებზე მოსახლეობამ პრიორიტეტულ საპროექტო წინადადებებად დაასახელა – სოფელ მთისძირში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია და სკვერის მოწყობა, სოფელ ბალღოჯიანში – მინი სპორტული მოედნის მოწყობა და სავარგულებთან მისასვლელი გზების მოხრეშვა, ხოლო სოფელ ახალსოფელში #2 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა და სტადიონის მიმდებარედ სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.
“მოსახლეობასთან შეხვედრებს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, საკრებულოს მაჟორიტარი წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ”,- წერია ინფორმაციაში.