კურორტ გოდერძიზე სლალომსა და გიგანტურ სლალომში საქართველოს თასის გათამაშების მეორე ეტაპი ჩატარდა

კურორტ გოდერძიზე სლალომსა და გიგანტურ სლალომში საქართველოს თასის გათამაშების მეორე ეტაპი ჩატარდა, რომელშიც თბილისის, გუდაურის, ბაკურიანის, მესტიის და აჭარის გუნდის წევრები ასპარეზობდნენ.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეჯიბრება სამ ასაკობრივ ჯგუფში ჩატარდა და მასში მონაწიოლებას 70 სპორტსმენი იღებდა.

“ტურნირი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) სტანდარტების შესაბამისად ჩატარდა. მოთხილამურეები რომლებიც საქართველოს თასის გათამაშების ოთხივე ეტაპში დააგროვებენ მაღალ ქულებს, საქართველოს ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.

შეჯიბრება საქართველოს სათხილამურო ფედერაციის, M.T.A („ემ თი ეი“)-ის, აჭარის სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებითა და აჭარის ა.რ. სპორტის დეპარტამენტისა და ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა”, – წერია ინფორმაციაში.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები