ქუთაისში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე აღინიშნა

ქუთაისში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე აღინიშნა.

ქუთაისის მერიის ცნობით, ქალაქის მერმა – დავით ერემეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ჭიღვარიამ, პარლამენტის წევრმა – ზაზა ლომინაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიაგეს დიდი მეფის ხსოვნას და გვირგვინებით შეამკეს დავით აღმაშენებლის ძეგლი.

“დავითობის” აღსანიშნავ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ჩოხოსანთა საზოგადოების წევრები, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტები, “მრავალჟამიერი ” შეასრულა ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა.

“გაერთიანებული საქართველოს პირველი დედაქალაქიდან “დავითობას” ვულოცავ სრულიად საქართველოს!

დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს განსაკუთრებულად აღვნიშნავთ ქუთაისში, რადგან სწორედ ჩვენი ქალაქიდან დაიწყო დავით IV აღმაშენებლის უმნიშვნელოვანესი გამარჯვებები და სახელმწიფოებრივი რეფორმები.

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველო ყოველთვის იყოს ისეთი ძლიერი, დამოუკიდებელი და ერთიანი სახელმწიფო, როგორიც შექმნა დავით აღმაშენებელმა!”, – განაცხადა ქუთაისის მერმა, დავით ერემეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები