ელდარ შენგელაიას „აბდაუბდას” პრემიერა ეროვნული არქივის კინოთეატრში შედგა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრში რეჟისორ ელდარ შენგელაიას მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის, „აბდაუბდას”, პრემიერა გაიმართა.
ეროვნული არქივის ცნობით, ფილმი, რომლის გადაღება რეჟისორმა 2023 წლის იანვარში დაიწყო, ელდარ შენგელაიას გარდაცვალების შემდეგ, 2025 წელს დასრულდა.
„აბდაუბდა” მუსიკალურ გროტესკულ სატირას წარმოადგენს და მხოლოდ ერთ ლოკაციაზე, ცირკის სცენაზეა გადაღებული.
ფილმის იდეის და სცენარის ავტორიც ელდარ შენგელაიაა.
ჩვენების ორგანიზატორი იყო ააიპ „ცისფერი მთები”, მხარდამჭერები კი ეროვნული კინოცენტრი და ეროვნული არქივი”, – წერია ინფორმაციაში.